რა არის კაბალა?

 

ავტორი: ზურაბ ფერცულიანი

 

რა არის კაბალა?

თანამედროვე ორთოდოქსული კაბალისტები და თუნდაც დასავლელი ოკულტისტები შეთანხმდებიან რომ კაბალა არის მეცნიერება, თუ ხელოვნება ღმერთის სტრუქტურის შესახებ, ადამიანისა და სამყაროს, კაბალა მოიცავს ჰემანტრიას, ნუმეროლოგიას და სხვა... ეს არის მისტიკური სწავლება რომელიც ახდენს ძველ ებრაული წმინდა წერილების თავისებურ ინტერპრეტაციას, თავისებური მეთოდებით. თავად სიტყვა კაბალა ნიშნავს მიღებას და შეიძლება ითარგმნოს რომელიც მიღებულია, მარტივად მისი თარგმნა შეიძლება როგორც ტრადიცია, კაბალა არის მისტიკური ფილოსოფია ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. მისი ასე ვთქვათ «დაბადება» მოხდა შუა საუკუნეთის ესპანეთში და საფრანგეთის რამოდენიმე ქალაქში, მაგრამ თავად კაბალისტების თქმით ეს ტრადიცია შენახული იყო და მანამდეც არსებობდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს მისტიციზმის მნიშვნელობა და თუნდაც ფილოსოფიის, რადგან არ ვიფიქროთ რომ კაბალისტები არიან თითოეული იუდაისტი ებრაელი, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, და განსხავება მათ შორის დიდია. მთავარი კაბალისტური ტრადიციის საგანი არის ზოჰარი, ტორაღ და სხვა წმინდა წერილები მაგრამ არსებობს უშუალოდ კაბალისტური ლიტერატურაც მაგალითად სეფერ ჰარაზიმი, რომელიც სხვა რამეებთან ერთად მოიცავს თუ როგორ შევასრულოთ მაგიური შელოცვები ანგელოზების სახელების გამოყენებით და ასე შემდეგ..

მინდა იცოდეთ რომ როდესაც ჩვენ ქართულად ვამბობთ კაბალას, შეიძლება რომ ვგულისხმობდეთ 3 სხვადასხვა რამეს: Kabbalah რომელიც ტრადიციულია, Qabbalah ჰერმეტული კაბალა, ის რაც დასავლური ოკულტიზმის განუყოფელი ნაწილია და Cabbalah ქრისტიანული კაბალა. ჩვენ დღეს შევეხებით ჰერემტულ კაბალას. დიონ ფორტუნი რომელიც ბრიტანელი ოკულტისტი იყო გვეუბნება რომ ჰერმეტული კაბალა არამხოლოდ გასაღებია კრიპტის წმინდა წერილების საკითხავად არამედ, მას მოიხსენიებს როგორც დასავლეთის იოგას.

სეფიროთი

სეფიროთი ცნობილი როგორც სიცოცხლის ხე ერთერთი მნიშნველოვანი ასპექტია იუდაისტური მისტიციზმის რომელიც შემდეგ ჰერმეტულ კაბალაშიც მნიშვნელოვანი გახდა და დღესდღეობით დასავლური ოკულტიზმის უმნიშვნელოვანესი საყრდენია. სეფიროტის მნიშვნელობა იგივეა რაც ემანაცია, კონკრეტულად კი ეს ეინ სოფის ანუ უსასრულობის გამოხატვაა, უსასრულობაში კი ღმერთს ვგულისხმობ. კაბალა არ შემოიფარგლება მხოლოდ სიცოცხლის ხით, რათქმაუნდა მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, ამას იმიტომ ვახსენებ რომ თავად სეფიროტის ხე არ არის მეტაფიზიკური საწყისი პრინციპი და არის ცნებები და მნიშვნელობები რომელიც ვიზუალურად გამოხატულ სეფიროტის მიღმაა მაგალითად აინ, აინ სოფ, და აინ სოფ აურ.

ხის თავში მანამ სანამ ის დაიწყევა ჩვენ გვაქვს არამანიფესტი, რომელიც ამ სისტემაში ეწოდება ნეგატიური არსებობის შრეები რომელიც ზემოდ ვახსენე, ნეგატიური არა იმ გაგებით რომ ის ცუდია, არამედ იმ გაგებით როგორც აისბერგის ქვედა ნაწილი, აინი არის სრული არაფერი, არაფერის მიღმა, აინ სოფ ანუ ულიმიტო რომელიც არის არაფერი იმ გაგებით როგორსაც ვფიქრობთ და აინ სოფ აურ, ულიმიტო სინათლე, დაუსრულებელი სინათლე.

არამანიფესტისგან წარმოიქმნება 10 სეფიროთი. ეს წარმოადგენს ადამიანის გონების სულის და სხეულის ანაბეჭდს მიკროკოსმიურ დონეზე და ეს მოდელი ერგება ასევე სამყაროს მაკროკოსმიულ აღწერასაც, ეს არის ის ლინზები რომლის მიღმადაც შეგვიძლია შევიმეცნოთ ნებისმიერი რამ...

ეს ხე იწყება კეთერით პირველყოფილი ცნობიერებით, რომელიც ითარგმნება როგორც გვირგვინი რომელიც ევოლუცირდება კონკრეტული მიმართულებით მალქუთისკენ, ფიზიკურობისკენ, რომელიც ითარგმნება როგორც სამეფო. ყველაფერი მათ შორის არის სხვადასხვა ფაქტორები ცნობიერების და ასე შემდეგ, არის კიდევაც დაფარული სფეროები ამ ხეზე, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ადამინის ცნობიერების კომპლექსური მოდელია. მაძიებელის მიზანია რომ ამ ფიზიკური სამყაროსგან რომელიც სიცოცხლის ხეზე ყველაზე დაბალი გამოვლინებაა, მიყვეს გზას იმ უმაღლეს ცნობიერებამდე რომელიც საწყისია და რომელიც ბევრის სწავლებით მოიცავს ყველა სფეროს, ისევე როგორც მატრიუშკა, ადგილზე სადაც ღმერთის რეალიზაცია ხდება, ამ შემთხვევაში ეს სისტემა შეგვიძლია შევადაროთ იოგას, ისევე როგორც დიონ ფორტუნმა ქნა, იოგას რადგან ის გავს განსხივოსნების გზას მალქუთიდან ქეთერამდე....

უნდა გვახსოვდეს რომ ეს სფეროები წარმოადგენენ ღმერთის ემანაციებს...

შესაქმნისში ღმერთმა თქვა «შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად» აქედან გამომდინარე სფეროები აღწერენ მიკრო და მაკრო კოსმიულ გამოვლინებებს (ქეთერის გამოკლებით).

ამ სფეროების შორის არის 22 გზა, ისევე როგორც ტაროშია 22 მაღალი არკანი. მინდა აგიღწეროთ ეს სფეროები

ჰოჰმა: ეს არის იდეის საწყისი თესლი, გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ კრეატიულები, სპირიტუალურები და ტრანსედენტულები.

ბინაჰ: ეს არის იდეების განვითარება, გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ლოგიკურები, ანალიტიკურები და ორგანიზებულები.

დაათი: დაათი გვაძლევს საშუალებას ვფოკუსირდეთ იდეაზე, გვხდის ყურადღებიანს, პრინციპულს და ჩართულს.

ხესედი: ეს არის სიყვარულის ძალა, ის გვხდის უანგაროს, ოპტიმისტურს და სოციალურს.

გევურაჰ: ეს არის დისციპლინის და შეკავების ძალა, ის გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ, წინდახედულები, ყურადღებიანი და სერიოზულები.

ტიფარეტი: ეს არის ემპათიის ძალა, და უხეშობასთან ერთად სიკეთის ჰარმონიზაციის საშუალება. ის გვხდის დაბალანსებულს, ემპათიურს და ჰარმონიულებს.

ნეცაჰი: არის დეტერმინაციის ძალა, რომ გადავლახოთ დაბრკოლებები, ის გვხდის გაბედულს, ძლიერს და მიზანდასახულს.

ჰოდი: არის თავდაბლობის ძალა, მადლიერების და მორჩილების უმაღლესი მიზეზის მიმართ.

იესოდი: არის ძალა სხვებზე კონცენტრირების ის გვხდის ალტრუისტულს, არაეგოისტს, ლოიალურს

მალქუთი : მალქუთს აქვს მრავალი ფუნქცია, ეს არის საუბრის და ქმედების ძალა, გვაძლევს საშუალებას გამოვნახოთ საერთ ენა სხვებთან, ის ჩვენ გვხდის ლიდერს, კომუნიკაბელურს და გამარჯვებულს.

ეს არის 10 კომპონენტი რომელზეც ყოველი შინაგანი ინტელექტი ემოცია და ქმედება მუშაობს. ღმერთმა გამოიყენა 10 სეფიროთი რომ შეექმნა სამყარო და ჩვენც ვიყენებთ 10 სეფიროთს რომ შევქმნათ ჩვენი მინიატურული სამყარო..

პს: ბევრმა მათ შორის «ტაროლოგებმა» არ იციან რომ რაიდერ ვაითის 10 პენტაკლებზე სწორედაც რომ კაბალისტური სიცოცხლის ხეა გამოსახული!